გარიგება 60 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება და საუდის არაბული კლუბისთვის, ეს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება.
აქამდე ყველაზე ძვირი (60 მილიონი ევრო) "ალ ნასრიმ" ოტავიოს სანაცვლოდ "პორტოს" გადაუხადა. შეხსენებისთვის, ბონიფისმა მიმდინარე სეზონში "ლევერკუზენის" რიგებში ყველა ტურნირზე 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 8 გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.