კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს, რომ გულშემატკივრების გაერთიანებამ, რომელიც "პორტსმუთის" მესაკუთრე იყო, გადაწყვიტა, წილის 100% კომპანია "უოლტ დისნეის" ყოფილ მმართველს, მაიკლ აიზნერს მიჰყიდოს.
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების ღირებულებამ დაახლოებით 6.3 მილიონი ევრო შეადგინა და აიზნერი მზადაა კლუბში კიდევ დაახლოებით 11 მილიონის ინვესტიცია ჩადოს.
"პორტსმუთი", რომელიც 2003-10 წლებში ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობდა, უკვე მე-8 წელია ქვედა ლიგებში მოგზაურობს. გასულ სეზონში მან რანგით მე-3 ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, იმ ფასად,