დიეგო კოშტა: კონტეს, როგორც ადამიანს, პატივს არ ვცემ

AutoSharing Option
ჯერ კიდევ ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი დიეგო კოშტა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ღიად აკრიტიკებს.

"კონტეს იდეები ნათელი და გასაგებია. კარგად ვხვდები, როგორი ადამიანია ის. მას თავისი აზრი აქვს, რომელიც არ იცვლება.

ანტონიოს პატივს ვცემ, როგორც მწვრთნელს. მან კარგად იმუშავა და ამას ვხედავ, მაგრამ როგორც ადამიანს, მას პატივს არ ვცემ. ის იმ მწვრთნელებს შორის არ შედის, რომლებიც ფეხბურთელებთან ახლოს არიან. ის დისტანციას იჭერს და გარდა ამისა, მას ქარიზმა არ გააჩნია", - ციტირებს კოშტას სიტყვებს Daily Mail-ი.

როგორც ცნობილია, 28 წლის თავდამსხმელი
ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის, რაც მწვრთნელმა ფეხბურთელს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით შეატყობინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული