მესუთ იოზილის კოხტა ამინე გიულშე

AutoSharing Option
შვედეთის ქალაქ გეტებორგში დაბადებული "მის თურქეთი 2014" ამინე გიულშე მსახიობიც გახლავთ და მოდელიც (სიმაღლე 178 სანტიმეტრი, წონა 54 კილოგრამი), შარშან მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და "არსენალისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველთან მესუთ იოზილთან აქვს ახლო ურთიერთობა.

ამინე ამბობს, რომ მესუთთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს, თუმცა ინგლისელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ რომანი აქვთ. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ზაფხულში უნდა ექორწინათ, თუმცა ეტყობა გადადეს. ეს სურათი მათ გასულ უქმეებზე გადაუღეს. ცნობისათვის, გიულშე ადრე თურქ მსახიობთან თოლგაჰან საიიშმანთანაც "მეგობრობდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული