იმედგაცრუებული პოჩეტინო და კმაყოფილი კონტე

AutoSharing Option
"ტოტენჰემისა" და "ჩელსის" მატჩის (1:2) დასრულების შემდეგ, გუნდების მწვრთნელები ბუნებრივია განსხვავებულ ხასიათზე იყვნენ და ეს პრეს-კონფერენციაზე არც დაუმალიათ.

მაურისიო პოჩეტინო
(ტოტენჰემი):"იმედგაცრუებული ვარ, რადგან უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. მეტოქემ კარის ჩარჩოში ორჯერ დაარტყა ბურთი და ორივეჯერ გაიტანა. დავჯაბნეთ მოწინააღმდეგე, მაგრამ მომენტების გამოუყენებლად ვერ გაიმარჯვებ.

გასულ სეზონთან შედარებით პროგრესი განვიცადეთ. "არისტოკრატებს" ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. ძალიან მომეწონა ჩვენი თამაშის ხარისხი. ლორისს მეორე ბურთი არ უნდა გაეშვა. ხდება ხოლმე. არ გაგვიმართლა.

"უემბლიზე" დათარსულები ვართ? ეს ოდენ პრესის აზრია. სტადიონი არაფერ შუაშია".

ანტონიო კონტე
(ჩელსი):"პირველ რიგში
მინდა ბიჭებს საბრძოლო განწყობისთვის მადლობა გადავუხადო. ყოველი ბურთისთვის იბრძოდნენ. ისევე როგორც წინა სეზონში, გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავენ. გულშემატკივრები მაგრად დაგვიდგნენ გვერდში. დღეს ჩვენი დღე იყო.

"ბარნლიც" უნდა დაგვემარცხებინა. შეხედეთ სტატისტიკას. შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმი ურიგოდ არ ჩაგვიტარებია.

დავიდ ლუისმა საოცარი მატჩი ჩაატარა. ახალ ტაქტიკურ სქემაში შესანიშნავად ითამაშა. ჭკვიანურად მოქმედებდა.

მორატას შეეძლო გოლის გატანა. დიდი სამუშაო შეასრულა. შეუძლია სერიოზულად მოუმატოს.

საჭიროა მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქროთ და არავის არ გავცეთ პასუხი. რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების შერჩევით და მათი ერთიანობით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული