„ბარსელონა“ კოუტინიოს შეძენას აღარ შეეცდება

AutoSharing Option
The Liverpool Echo იტყობინება, რომ „ბარსელონამ“ გადაიფიქრა ამ ზაფხულში „ლივერპულის“ 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს შეძენა.

მიზეზი ის გახლავთ, რომ კატალონიელები მიხვდნენ „წითლები“ ამ სატრანსფერო ფანჯრისას მისი გამყიდველები რომ არ არიან (ამის კატეგორიული წინააღმდეგი გუნდის მენეჯერი იურგენ კლოპი წავიდა).
არადა, სამჯერ შესთავაზეს ფილიპეს მიყიდვა, ბოლოს 118 მილიონი ფუნტიც კი შესთავაზეს, მაგრამ ვერ დაიყოლიეს.

ისე, თავად ფეხბურთელს ძალიან უნდოდა ასულგრანაში კარიერის გაგრძელება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული