პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი):"ისევე როგორც ამ გუნდთან გასულ წელს ჩვენს სტადიონზე, მეორე ტაიმში ურიგოდ არ გვიასპარეზია. პირველ ტაიმში მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემაც კარგად ითამაშა. არც ვიცი, ორივე გუნდმა რამდენი მომენტი შექმნა.
ფეხბურთელებზე აუგი არ მეთქმის, მაგრამ 2 ქულა დავკარგეთ და ეს გასაანალიზებელია. ამასთან, ისიც ნუ დაგვავიწყდება, ევროპა ლიგის დონის გუნდს 10-11-ზე ვეთამაშეთ. ვეცადეთ, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით".
რონალდ კუმანი (ევერტონი):"კი ფლობდა მოწინააღმდეგე უპირატესობას, მაგრამ მომენტები
რუნის შედეგიანობა არ მაკვირვებს. ვიცი, როგორ უნდოდა "ევერტონში" დაბრუნება. ძალიან გვიხარია რომ ჩვენთანაა".