ფილიპე კოუტინიო დანებდა და "ლივერპულთან" შერიგებას ცდილობს

AutoSharing Option
ინგლისური The Independent-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპე კოუტინიომ "ბარსელონაში" გადასვლის იმედი დაკარგა და ახლა ის ინგლისურ კლუბთან "შერიგებას" ცდილობს.

ცნობილია, რომ "ბარსელონას" დაინტერესებით აღფრთოვანებულმა კოუტინიომ "ლივერპულს" ტრანსფერზე დაყენება ოფიციალურად მოსთხოვა. მას შემდეგ 25 წლის ბრაზილიელი გუნდის განაცხადში ვეღარ ხვდებოდა.

ესპანური პრესის ცნობით, მას შემდეგ, რაც "ბარსამ" "ლივერპულისგან" უარი მესამედ მიიღო, კატალონიელებს ტრანსფერის განხორციელების იმედი გადაეწურათ, მაგრამ ისინი 24 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დროს, ინგლისელებთან მოლაპარაკებების კიდევ ერთხელ გამართვას გეგმავდნენ.

როგორც ჩანს, მონაკოში გასამართი მოლაპარაკებების დროს, "ლივერპულს" ზურგს უკვე კოუტინიოს
პოზიციაც გაუმყარებს. თუ ბრიტანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ბრაზილიელი ფეხბურთელისა და ინგლისური გუნდის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები კლუბის ოფისში გაიმართება. კოუტინიო "ენფილდზე" დარჩენის სურვილს გამოთქვამს, "ლივერპული" კი მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია კოუ შემობრუნდება აქეთ და არსად აღარ გაიხედავს.....
akaki-enfild
17:13 29-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული