ოფიციალურად: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისევ "იუნაიტედში" ითამაშებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ 35 წლის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2017/18 წლების სეზონში კვლავ "წითელ ეშმაკებში" ითამაშებს.

იბრაჰიმოვიჩმა გასული სეზონი "იუნაიტედში" გაატარა, სეზონის მიწურულს კი სერიოზული ტრავმა მიიღო და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა. თუმცა, ბოლო ცნობებით, ზლატანის მკურნალობის პროცესი დაგეგმილზე კარგად მიმდინარეობს და "მანჩესტერმა" მასთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

გასულ სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით, იბრამ 46 თამაში ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული