ინგლისში გუნდებმა ერთნაირი ფერის მაისურებით ითამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე დაბალი ლიგის "ჰორშამი" და "ეშფორდ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ თამაშს არც არავინ მიაქცევდა ყურადღებას რომ არა ერთი უცნაური ფაქტი - ორივე გუნდი თითქმის ერთნაირი, ყვითელი ფერის მაისურებით ასპარეზობდა.

მხოლოდ ტრუსების, გამაშების და ზურგზე წაწერილი ნომრებით იყო შესაძლებელი მათი გარჩევა. შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 6:0 დასრულდა და შემდეგ ეტაპზეც გავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული