ინგლისურ ფეხბურთში სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვას აპირებენ

AutoSharing Option
ინგლისის "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ტომ უოტსონი საფეხბურთო კლუბების მაისურებზე სათამაშო ბიზნესის რეკლამის დატანების აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

ამჟამად, პრემიერლიგაში მოთამაშე 20 გუნდიდან ცხრის სპონსორი სათამაშო ბიზნესში მოღვაწე კომპანიაა. უოტსონის აზრით, ეს ახალგაზრდებზე ცუდ გავლენას ახდენს.

"საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებს ნაკლებად ადარდებთ, რამდენი ახალგაზრდა ერთვება აზარტულ თამაშში კლუბის მაისურზე კომპანიის რეკლამის ნახვის შემდეგ. უახლოეს მომავალში, განსახილველად გამოვიტანთ კანონპროექტს, რომელიც სათამაშო ბიზნესის კომპანიების მიერ საფეხბურთო კლუბების დასპონსორებას კრძალავს." - ციტირებს ტომ უოტსონის სიტყვებს The Guardian-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული