რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის დროსაც სატრანსფერო ფანჯრის შემცირების საკითხი განიხილებოდა.
კლუბები აქამდეც თანხმდებოდნენ, რომ პრემიერლიგის დაწყების შემდეგ ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა ჩემპიონატს აზარალებდა. დღეს კი გადაწყდა, რომ 2018 წლიდან, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა პრემიერლიგის პირველი ტურის დაწყებამდე ბოლო ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 17 საათზე დაიხურება.
სიახლე ფეხბურთელების შეძენის უფლებაზე ვრცელდება. ინგლისურ კლუბებს მოთამაშეების 31 აგვისტოს ჩათვლით გაყიდვის უფლება ექნებათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა პრემიერლიგის გუნდებში.
ამ წესს რომ წელს ემოქმედა, პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 10 აგვისტოს დაიხურებოდა.
17:29 07-09-2017
ინგლისში შეთანხმდნენ: სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე დაიხურება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული