მოურინიოს პერეირას "ვალენსიაში" განათხოვრება არ მოეწონა

AutoSharing Option
21 წლის ბელგიელი ნახევარმცველი ანდრეას პერეირა გასულ სეზონში "მანჩესტერს" "გრანადაში" ყავდა განათხოვრებული, პრიმერას 35 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს კი იჯარით "ვალენსიაში" გადავიდა.

პერეირას გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული დარჩა "მანიუს" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელსაც მიაჩნია, რომ ანდრეასი ნიჭიერი ფეხბურთელია, ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად შეეძლო ებრძოლა, მაგრამ თუ ლა ლიგაზე კარგად იასპარეზა და მისი სამსახური დაჭირდა, იანვარში უკან დააბრუნებს.

პორტუგალიელმა ისიც აღნიშნა, რომ პერეირას "ღამურებში" გადაბარგებაში დრამატული არაფერია, ვინაიდან ეტყობა, ეს ბიჭი დარწმუნებული არ იყო, რომ "მანჩესტერის"
სასტარტოში მოხვდებოდა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "ვალენსიაში" გადასვლა არჩია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული