გვარდიოლა: არსენალი სანჩესის სტერლინგში გაცვლას გვთავაზობდა

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლა ადასტურებს, რომ გასულ სეზონში ის ალექსის სანჩესის შეძენას ცდილობდა და იმ მიზეზებზეც საუბრობს, რომელთა გამოც ჩილელი "არსენალში" დარჩა.

"არსენალთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, ბოლო დღეებში კი მათ სანჩესის სტერლინგში გაცვლა მოინდომეს. ისინი მე დამიკავშირდნენ, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო: "არანაირი შანსი არ არსებობს. ნული. ერთი პროცენტიც კი არა. რაჰიმი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

"არსენალს" შეთავაზება გავუკეთეთ, რომელიც მათ მიიღეს, მაგრამ შემდეგ ფეხბურთელს ვერ შევუთანხმდით და ალექსისი "არსენალში" დარჩა." - განაცხადა გვარდიოლამ "ლივერპულთან" დღეს გასამართი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული