ვან გაალი: თითქოს გილიოტინაზე თავი მომკვეთეს და ამიტომ "მანჩესტერს" ჩემი კუთვნილი თანხა ბოლომდე გადავახდევინე

AutoSharing Option
ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ძალიან გაბრაზებულია თავისი ყოფილი კლუბის "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობაზე. ამის შესახებ ის "დეილი მირორს" ესაუბრა:"თითქოს სახალხოდ დამსაჯეს, გილიოტინაზე თავი მომკვეთეს. ეს კინოს სცენარივით იყო დაწერილი. ჯერ კიდევ იანვარში გადაწყვიტეს ჩემი გაგდება. მაშინ მეუღლემ მითხრა, შენს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალესო.

მე ვერ ვამჩნევდი, ქალებს კი სხვანაირი ინტუიცია აქვთ. უცებ "მანიუს" ყოფილმა ფეხბურთელებმა ჩემი კრიტიკა დაიწყეს, ამბობდნენ, გუნდს უშნო ფეხბურთს ათამაშებსო. "ჩელსიდან" ჟოზე მოურინიოს დათხოვნამ მათ საქმე გაუიოლა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო.

ზამთარში მოსულიყვნენ და ეთქვათ,
რომ მოუს დანიშვნა უნდოდათ, დავთანხმდებოდი და ზაფხულამდე მოცდას ვთხოვდი. უფრო იაფი დაუჯდებოდათ ჩემი გაშვება. ჰოდა, რადგან ასე მომექცნენ, ჩემი კუთვნილი თანხა ბოლო პენამდე გადავახდევინე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული