"კრისტალ პალასმა" ფრანკ დე ბური 4 თამაშის შემდეგ დაითხოვა

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ "კრისტალ პალასმა" ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დე ბურმა ინგლისური კლუბი მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, "კრისტალ პალასმა" პრემიერლიგაში მხოლოდ 4 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და ოთხივე მათგანის მშრალად წაგება მწვრთნელის გათავისუფლებისთვის საკმარისი მიზეზი გამოდგა.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს 24 საათში, დე ბურის შემცვლელად როი ჰოჯსონი დასახელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული