ბილიჩს ფეხბურთელებმა დაბადების დღეზე საჩუქარი გაუკეთეს

AutoSharing Option
პრემიერლიგის სტარტზე ზედიზედ სამი დამარცხების მერე "ვესტ ჰემის" მენეჯერს სლავენ ბილიჩს თითქოს გადაყენებას უპირებდნენ, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა საქმის გამოსასწორებლად დრო მისცეს და "ჰადერსფილდის" 2:0-ზე ძლევის შემდეგ ხორვატმა შვებით ამოისუნთქა.

მან თქვა, სხვა გზა არ გვქონდა, უნდა მოგვეგო, ლამაზი თამაში არ გამოვიდა, თუმცა დამსახურებული 3 ქულა ავიღეთ, ზეწოლას ვგრძნობდი, რაც ბუნებრივია, დღეს ჩემი დაბადების დღეა, ფეხბურთელებმა შესანიშნავი საჩუქარი გამიკეთეს, შესაძლოა პირველი გოლის გატანისას ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ეს დავიმსახურეთ, მეტოქის კარი კი საჭირო დროს დავლაშქრეთ, რადგან იმ მომენტისათვის თამაშის ტემპს ვუკელითო.

"ჰადერსფილდის"
თავკაცმა დავიდ ვაგნერმა თითი მოკაკვა, აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგემ უკეთ იასპარეზა და ამდენი შეცდომის დამშვები გუნდი ქულას არ იმსახურებდა.

"ჩაქუჩების" თავდამსხმელს ენდი კეროლს არ მოწონდა პრესაში ბილიჩის კრიტიკა და გამარჯვებით გახარებულმა თანაგუნდელების სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული