პრემიერლიგა. V ტური: კუმანი და ჟოზეს ნავსი

AutoSharing Option
ამ უქმეებზე გულშემატკივრებს ლონდონური დერბი ელოდებათ - "ჩელსი" "არსენალს" მიიღებს და კიდევ ერთხელ ეცდება, დაამტკიცოს, რომ ტიტულის დასაცავად მზადაა.

ორივე გუნდი "სტემფორდ ბრიჯის" საკვირაო ჯახს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს "ჩელსის" კაპიტანი და ცენტრალური მცველი გარი კეჰილი უბრუნდება.

ალბათ, სასტარტოში ვიხილავთ მომჯობინებულ ედენ აზარსაც, რაც ანტონიო კონტესთვის დიდი ბონუსია.

"არსენალს" კი ტრავმირებულები ჰყავს - სანტი კასორლა და ფრანსის კოკელენი. დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში იქნება ალექსის სანჩესი, რომელმაც "ბორნმუთთან" მოგებულ (3:0) მატჩში ბოლო 15 წუთი ითამაშა.

ფაქტები
  • მიმდინარე პრემიერლიგაში "ჩელსის"
    ზედიზედ 3 მოგება აქვს.
  • "ჩელსისა" და "არსენალს" შორის ბოლო 5 დაპირისპირებაში, თითოეულში, ორზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ჩელსის" ბოლო 10 მატჩში ერთი გოლი მაინც გაჰქონდა.
  • 2017 წლის 6 აგვისტოს, მიმდინარე პრემიერლიგის დაწყებამდე, "არსენალმა" "ჩელსი" ინგლისის სუპერთასზე პენალტების სერიაში დაამარცხა.
  • "არსენალმა" "სტემფორდ ბრიჯზე" უკანასკნელად 2011 წლის 29 ოქტომბერს გაიმარჯვა (5:3).
  • წინა სეზონში "ჩელსიმ" "არსენალს" შინ 3:1 მოუგო. ამას გარდა, "ჩელსიმ" პრინციპული მეტოქე ბოლო 5 საშინაო მატჩში დაამარცხა.
  • თუ კვირას "არსენალი" გოლს გაუშვებს, გაიმეორებს "ლივერპულის" ანტირეკორდს, რომელიც 1999 წლიდან 2012-მდე, ერთ ცალკე აღებულ მეტოქესთან, ზედიზედ 13 მატჩში ვერ ახერხებდა კარის "მშრალად" შენახვას.
  • ედენ აზარმა "არსენალს" ბოლო 4 საშინაო მატჩიდან გოლი სამში გაუტანა.
  • "ლივერპულმა" "ბარნლის" ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5 მოუგო, მათ შორის ყველა 3 - "ენფილდზე".
  • "ბარნლის" ირლანდიელ ფორვარდ ჯონათან უოლტერსს "ლივერპულის" კარში 7 გოლი აქვს გატანილი - ყველაზე მეტი, ვიდრე სხვა ოპონენტების წინააღმდეგ.
  • "ლივერპულის" ფორვარდი სადიო მანე დისკვალიფიცირებულია.
  • "უოტფორდს" "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგაში არასოდეს დაუმარცხებია - 2 ფრე და 4 მარცხი 6 მატჩში.
  • "უოტფორდს" პრემიერლიგის ოთხ სასტარტო ტურში არც ერთი მატჩი არ წაუგია, რაც პირველი შემთხვევაა ამ კლუბის ისტორიაში (იგულისხმება უმაღლეს დივიზიონში გატარებული სეზონები).
  • "უოტფორდის" წინააღმდეგ ბოლო 4 მატჩში სერხიო აგუერომ 6 გოლი გაიტანა.
  • "მანჩესტერ სიტის" დისკვალიფიცირებული ჰყავს შემტევი რაჰიმ სტერლინგი.
  • "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში არასოდეს დამარცხებულა "სუონსისთან" - 10 მოგება და 2 ფრე 12 მატჩში.
  • "სუონსის" წინააღმდეგ გამართულ 7 მატჩში "ტოტენჰემის" შემტევმა კრისტიან ერიქსენმა 6 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
  • "ევერტონის" მწვრთნელ რონალდ კუმანს მანჩესტერელ კოლეგა ჟოზე მოურინიოსთან 5 უშუალო დაპირისპირებიდან არც ერთი არ წაუგია.
  • "მანჩესტერ იუნაიტედს" ტრავმირებული ჰყავს ნახევარმცველი პოლ პოგბა.
  • "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი და მიმდინარე პრემიერლიგის ტოპ-სნაიპერი რომელუ ლუკაკუ წინა სეზონში "ევერტონის" ბომბარდირი იყო.
  • თუ როი ჰოჯსონის სადებიუტო მატჩში "კრისტალ პალასი" "მშრალი" ანგარიშით წააგებს, გახდება პირველი გუნდი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელსაც პირველ 5 ტურში 0 გოლი და 0 ქულა ექნება.

პარასკევი, 15 სექტემბერი
ბორნმუთი-ბრაიტონი 23:00

შაბათი, 16 სექტემბერი
კრ. პალასი-საუთჰემპტონი 15:30
ჰადერსფილდი-ლესტერი 18:00
ლივერპული-ბარნლი 18:00
ნიუკასლი-სტოკი 18:00
უოტფორდი-მან. სიტი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 18:00
ტოტენჰემი-სუონსი 20:30

კვირა. 17 სექტემბერი
ჩელსი-არსენალი 16:30
მან. იუნ-ევერტონი 19:00

ბომბარდირები: 4 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 3 - სადიო მანე (ლივერპული), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი), ჯეიმი ვარდი (ჩელსი), დენი უელბეკი (არსენალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული