"რაღა დაგიმალოთ და უკმაყოფილო ვარ. ისე, თამაში მომეწონა, შედეგისა კი რა მოგახსენოთ. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. არაერთი მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქის მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.
რაც ამ გუნდში ვარ, ასე კარგად არ გვიასპარეზია. ყველა კომპონენტში ჩინებულად გამოვიყურებოდით. წინა შეხვედრებში პრობლემები გვქონდა.
კოუტინიოც არ გარჯილა ურიგოდ. მატჩის ბოლოს ფეხი იტკინა. კი არ მინდოდა შემეცვალა, თუმცა გადავწყვიტე არ გამერისკა".