კლოპს თამაში მოეწონა, ანგარიში - არა

AutoSharing Option
ისევ ვერ მოახერხა "ლივერპულმა" "ენფილდზე" გამარჯვება, ამჯერად პრემიერლიგაზე "ბარნლისთან" ყაიმს (1:1) დასჯერდა და მისმა დამრიგებელმა იურგენ კლოპმა ისევ თავი იმართლა:

"რაღა დაგიმალოთ და უკმაყოფილო ვარ. ისე, თამაში მომეწონა, შედეგისა კი რა მოგახსენოთ. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. არაერთი მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქის მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

რაც ამ გუნდში ვარ, ასე კარგად არ გვიასპარეზია. ყველა კომპონენტში ჩინებულად გამოვიყურებოდით. წინა შეხვედრებში პრობლემები გვქონდა.

კოუტინიოც არ გარჯილა ურიგოდ. მატჩის ბოლოს ფეხი იტკინა. კი არ მინდოდა შემეცვალა, თუმცა გადავწყვიტე არ გამერისკა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა ლივერპული მეოტხეზე ტუ მაინც გავა.d.d.
liverpuli barselonas supermarketi.
01:51 17-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული