რონალდ კუმანი ჟოზე მოურინიოს ნათქვამმა გააღიზიანა

AutoSharing Option
ბუნებრივია, ვერ იყო პრემიერლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" 0:4-ზე გაბითურების შემდეგ მთლად კარგ ხასიათზე ლივერპულის "ევერტონის" მწვრთნელი რონალდ კუმანი და თავისი კოლეგის ჟოზე მოურინიოს მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა:

"გავიგე, თამაშის წინ მოუს უთქვამს, ტრანსფერებზე 140 მილიონი ფუნტი დახარჯეს და ტოპ-ოთხეულში უნდა იყვნენო. თუ ვინმეს ამ დარბაზში ან დარბაზს გარეთ ეს რეალურად მიგაჩნიათ, გთხოვთ ამიხსნათ. იყავით რეალისტები.

ჩემი გუნდის მიერ სეზონის დაწყებით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ჩვენც გაგვიგეთ. კარგი გუნდის დასაყენებლად დროა საჭირო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული