ჟოზე მოურინიო ამჯერად არ დასაჯეს

AutoSharing Option
ძალიან რთული ურთიერთობა აქვს "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერს ჟოზე მოურინიოს მსაჯებთან და ისინიც სიამოვნებით სჯიან ხოლმე. ამის გამო ინგლისში გულშემატკივრები ხუმრობენ, ჟოზეს და მსაჯებს ისე უყვართ ერთმანეთი როგორც ფილმ "ტიტანიკის" გმირებსო.

"საუთჰემპტონთან" მატჩის დასასრულს პორტუგალიელმა ოდნავ შედგა ფეხი მოედანზე, მეოთხე მსაჯმა ეს მთავარ არბიტრს კრეიგ პოუსონს ანიშნა და მან მოუ გააძევა. ჟურნალისტებმა რომ კითხეს "მანიუს" თავკაცს, რეფერიმ რატომ დაგატოვებინა მოედანიო, ირონიულად უპასუხა, რომ პოუსონმა თხოვა და ხათრი ვერ გაუტეხა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ განიხილა "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში მოურინიოს გაძევება და არ დასაჯა, არც
ჯარიმით და არც დისკვალიფიკაციით. ისე კი, კარიერაში ჟოზე ცხრაჯერაა გაძევებული, საერთო ჯამში 16 მატჩითაა დისკვალიფიცირებული და 329 ათასი ფუნტით დაჯარიმებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული