"გიბსის წასვლა მართლაც მტკივნეული იყო ჩემთვის. ის ჩვენი ოჯახის ნამდვილი წევრი იყო. მას არ უთხოვია გაყიდვა. ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. გიბსი 27 წლისაა და მას თამაში უნდა. ეს იყო რთული გადაწყვეტილება, მაგრამ როცა ფეხბურთელი ამდენი წლის განმავლობაში ერთგულად გემსახურება, მას უნდა გაუგო. ჩვენ გვყავს მონრეალი და კოლაშინაცი. სამი მარცხენა მცველი გუნდში ზედმეტია. უნდა ვაღიარო, რომ მასთან განშორება უფრო გამიჭირდა, ვიდრე ოქსლეიდ-ჩემბერლენთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"