"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფრანგმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა beIN SPORTS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ პერიოდში, როდესაც სათავეში "არსენალს" ედგა, არაერთი მსოფლიო გრანდისა თუ დიდი ნაკრების წინადადებებზე უარი განაცხადა:

"მადრიდის "რეალის", პსჟ-ის "იუვენტუსის", საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებებოს გაწვრთნაზე უარი განვაცხადე. საბოლოოდ, ვფიქრობ, გავაკეთე ის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში.

ჩემი სინდისი სუფთა იყო, ქმედებები და საქციელი კი ნათელი. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, ის რაც გავაკეთე.

დღემდე ხალხი მოდის და მადლობას მიხდის იმისთვის, რაც კლუბისთვის გავიღე, რაც ძალიან მახარებს. მათ ესმით, რომ "არსენალი" იყო ჩემი პრიორიტეტი
და ასევე მჯერა, რომ ამ კლუბს პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში", - თქვა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული