"არსენალის" ყოფილ მწვრთნელ არსენ ვენგერს მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის მიზეზად პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობა მიაჩნია.
"მუნდიალზე ჩამოსვლისას ყველამ იცის, რომ პირველი მატჩის წაგება არ შეიძლება. გუნდები, რომლებსაც საკმაო გამოცდილება გააჩნიათ - მაგალითად, ინგლისი და საფრანგეთი - პირველი შეხვედრები კარგად ჩაატარეს. ისინი ფსიქოლოგიურად სათანადოდ იყვნენ მზად", - განუცხადა ვენგერმა The Athletic-ს.
იაპონიასთან პირველი ტურის მატჩის წინ სურათის გადაღებისას გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა One Love-ის კაპიტნის სამკლავურის გამოყენების აკრძალვაზე პროტესტის ნიშნად პირზე ხელი აიფარეს და 1:2 დამარცხდნენ.