"ბირმინგემს" სათავეში აიტორ კარანკა ჩაუდგება

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, გადაყენებული ჰარი რედნაპის ნაცვლად ჩემპიონლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის "ბირმინგემის" მენეჯერად 44 წლის ესპანელი აიტორ კარანკა დაინიშნება.

კარანკა მადრიდის "რეალში" მწვრთნელის ჟოზე მაურინიოს თანაშემწე და მარჯვენა ხელი იყო, შემდეგ ინგლისში გადაბარგდა, სადაც "მილლსბროს" 4 სეზონი მოძღვრავდა, ამა წლის 16 მარტს კი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.

რამოდენიმე დღის წინ კარანკას "ალავესის" ჩაბარება შესთავაზეს, მაგრამ მამის გარდაცვალება მოიმიზეზა და უარი უთხრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული