კარანკა მადრიდის "რეალში" მწვრთნელის ჟოზე მაურინიოს თანაშემწე და მარჯვენა ხელი იყო, შემდეგ ინგლისში გადაბარგდა, სადაც "მილლსბროს" 4 სეზონი მოძღვრავდა, ამა წლის 16 მარტს კი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.
რამოდენიმე დღის წინ კარანკას "ალავესის" ჩაბარება შესთავაზეს, მაგრამ მამის გარდაცვალება მოიმიზეზა და უარი უთხრა.