ავტოავარიაში მოხვედრილ აგუეროს მხოლოდ ერთი თვე გაუცდება

AutoSharing Option
ამსტერდამში ავტოავარიაში მოხვედრილმა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ტვიტერზე დაწერა, რომ ტაქსის მძღოლს შესახვევი გამორჩა, ავტომობილის დამუხრუჭება დაიწყო, ბოძს შეეჯახნენ, ახლა მანჩესტერში სახლშია, დამტვრეული ნეკნები ტკივა, იმედგაცრუებულია, ექიმებმა გასინჯეს, დიაგნოზი დაადასტურეს, თუმცა საშიში არაფერია და მალე მწყობრში ჩადგება.

ადრე იუწყეს, რომ კუნს ორი თვე მოუწევდა უქმობა, მაგრამ Sky Sports-ის ცნობით, მაქსიმუმ ერთ თვეში შეძლებს თამაშს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული