"მანჩესტერის" ექიმი იბრაჰიმოვიჩს სარეაბილიტაციო პროცესის დაჩქარებას არ ურჩევს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ექიმმა ფრედი ფუმ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ურჩია ტრავმა ბოლომდე მოირჩინოს და თამაშის დაწყება არ იჩქაროს:

"იბრაჰიმოვიჩი ძალიან ძლიერია, მაგრამ ფეხბურთი კონტაქტური სპორტია. ვურჩევ, ტრავმა ბოლომდე მოირჩინოს და მხოლოდ შემდეგ დაიწყოს თამაში.

არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც აჩქარებას სავალალო შედეგი გამოუღია. ზლატანის ტრავმის გამო არ ვნერვიულობ, მაგრამ მწყობრში ჩადგომას დრო ჭირდება".

შეგახსენებთ, იბრამ მუხლის ტრავმა აპრილში მიიღო, აგვისტოში "მანიუსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და სავარაუდოდ დეკემბერში შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული