"მანჩესტერის“ ყოფილმა მცველმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება და სუპერმარკეტი გახსნა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა რიჩარდ ეკერზლიმ შარშანწინ 26 წლის ასაკში დაანება ფეხბურთის თამაშს თავი და თავისი ბიზნესი წამოიწყო.

რიჩარდი "მამიუს“ აკადემიის აღზრდილია, ძირითად გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა და ნავთსაყუდელი გამოიცვალა, თამაშობდა ინგლისის უფრო სუსტ გუნდებში, ხოლო შემდეგ "ტორონტოში“ გადაბარგდა.

როგორც ამბობს, ხელმომჭირნე კანადელებისგან ბევრი რამ ისწავლა, მათ თურმე საერთოდ არ აინტერესებთ რას ჩაიცმევენ და ფულის ხარჯვაც არ უყვართ. სწორედ იქ მიხვდა, რომ ფეხბურთის თამაში სიამოვნებას აღარ ანიჭებდა და სამშობლოში დაბრუნდა, ცოტა ხანი "სუონსისა“ და "ოლდემში“ იასპარეზა და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

ეკერზლიმ მეუღლე ნიკოლა და 2 თვის ქალიშვილი ქალაქ დევონში წაიყვანა, სადაც 747 ათასი ადამიანი ცხოვრობს და სუპერმარკეტი გახსნა. იქ მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან ნაყიდი ნატურალური პროდუქტით ვაჭრობს და საქმე კარგად წაუვიდა. მისი თქმით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე დიდი მოთხოვნილებაა და ანალოგიური სუპერმარკეტის გახსნას ლონდონშიც აპირებს.

მოკლედ, ბედს არ უჩივის და უფეხბურთოდ თავს ბედნიერად გრძნობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მშვენიერი ოჯახია ^_
peeezz
10:12 06-10-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული