უეინ რუნი მოხუცთა თავშესაფარში სკამებს ღებავს

AutoSharing Option
"ევერტონის" ფორვარდმა უეინ რუნიმ დაიწყო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, რომელიც მას სასამართლომ მიუსაჯა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო.

როგორც გაზეთი Daily Mail-ი წერს, პირველ დღეს 31 წლის ფეხბურთელი სკამებსა და ღობეს ღებავდა მოხუცთა თავშესაფრის ბაღში.

საერთო ჯამში, რუნიმ 100 საათი უნდა გამოიმუშაოს. ფეხბურთელმა თანაგუნდელებს განუცხადა, რომ მოსწონს ის ადგილი, სადაც სასამართლომ გააგზავნა.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი დააპატიმრეს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო. ამის გამო რუნი მისმა კლუბმა 300 ათასი ფუნტით დააჯარიმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული