პრემიერლიგაზე სექტემბრის ლაურეატები დაასახელეს

AutoSharing Option
პრემიერლიგაზე სექტემბრის ლაურეატები დაასახელეს.

საუკეთესო მწვრთნელად "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა დაასახელეს, რომლის გუნდმა გასულ თვეში 4 მატჩი მოიგო, 17 გოლი გაიტანა და არც ერთი არ გაუშვია.

საუკეთესო ფეხბურთელად "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი აღიარეს. ჰარიმ 4 შეხვედრაში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

საუკეთესო გოლად კი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ ანტონიო ვალენსიას მიერ ლივერპულის "ევერტონის" კარში შეგდებული ბურთი მიიჩნიეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული