"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ გოლის გატანისთვის საუკეთესო საშუალება მომენტების შექმნა და თამაშის წარმართვაა. მაგრამ გოლები ფული ღირს - მომენტები რომ გოლებად იქცეს, მაღალი დონის მოთამაშეები უნდა შეიძინო.
ამის სწავლა შეუძლებელია. გოლის გატანას მე ვერ ვასწავლი სერხიო აგუეროსა და გაბრიელ ჟეზუსს. ეს თანდაყოლილი ნიჭია.
როდესაც გუნდში გყავს ბიჭები, რომლებსაც სეზონში 20 ან 25 გოლის გატანა შეუძლიათ, ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა", - აქვეყნებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports.