გრეგი -"მანჩესტერის“ ყოფილი მეკარე, რომელმაც ავიაკატასტროფის შემდეგ 7 ადამიანი გადაარჩინა

AutoSharing Option
1958 წლის 6 თებერვალს მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფაში 44 მგზავრიდან 23 გარდაიცვალა, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის“ 7 ფეხბურთელი, 2 მწვრთნელი და 1 კლუბის თანამშრომელი. მაშინ ნამდვილი გმირობა ჩაიდინა გუნდის ჩრდილოირლანდიელმა მეკარემ გარი გრეგმა, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ავიალაინერიდან 7 ადამიანი გამოიყვანა. მან თანაგუნდელები ბობი ჩარლტონი, ჯეკი ბლენჩფლაუერი, დენის ვაიოლეტი, მწვრთნელი მეტ ბასბი, იუგოსლაველი დიპლომატის ფეხმძიმე მეუღლე ვერა ლუკიჩი, მისი ქალიშვილი და კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინა.

ტრაგედიდან 50 წლის შემდეგ გარი მიუნხენში დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე მიიწვიეს და იქ შეხვდა ვერა ლუკიჩის ქალიშვილს, რომელზეც
ვერა მაშინ ფეხმძიმედ იყო (ვერა წინა წელს გარდაიცვალა). ბრიტანეთში მას მიუნხენის გმირი შეარქვეს, დაჯილდოებულია ბრიტანეთის იმპერიის ორდენით, ოლსტერის უნივერსიტეტის საპატიო წევრია, 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი საუკეთესო გოლკიპერად დაასახელეს.

მიღებული ტრავმის გამო სტაბილურად ვერ თამაშობდა, მხარი ტკიოდა, ამიტომ ვერ იასპარეზა ინგლისის თასის ფინალში და როდესაც "მანიუ“ ორჯერ ჩემპიონი გახდა, ოქროს მედლის გარეშე დარჩა. "იუნაიტედში“ ჩატარებული 9 სეზონის შემდეგ (210 მატჩში მიიღო მონაწილეობა), 1 წელი "სტოკში“ იასპარეზა და თამაშს თავი დაანება.

1968-1987 წლებში "შრუსბერის“, "სუონსის“, "ქრიუსა“ და "კარლაილს“ ედგა სათავეში, "მანჩესტერში“ მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა, მერე ფეხბურთს თავი დაანება და სამშობლოში ზღვისპირა ქალაქ პორტსტიუარტში სასტუმრო გახსნა. 85 წლის გარი ახლა ბელფასტის მახლობლად დიდ სახლში ცხოვრობს და ძველ ამბებს იხსენებს:

„ის "მანჩესტერი“ მთელს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი იყი. სერიოზულად. ტრაგედიიდან 13 დღის შემდეგ ვითამაშე. ამან გადამარჩინა, თორემ ნამდვილად გავგიჟდებოდი. დაძინება არ მინდოდა, რადგან სიზმრებისა მეშინოდა. ახლაც მახსოვს თანაგუნდელების სახეები, მახსოვს თვითმფრინავში ვინ სად იჯდა. ჩარლტონთან ვმეგობრობ. გასულ კვირაში 80 წლისა გახდა. შემეძლო უფრო დიდი კიპერი გავმხდარიყავი. ცხოვრებაში რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. ახლა მოგონებებით ვცხოვრობ“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული