იტალიელი სპეციალისტი გასულ წლებში "ბრაიტონს" წვრთნიდა და არაერთი გრანდიც ეპატიჟებოდა, მაგრამ 45 წლის მწვრთნელმა არჩევანი "მარსელზე" გააკეთა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ოსერთან" მატჩის შემდეგ დე ძერბი გასახდელში საკუთარი ფეხბურთელების მოტივირებას შეეცადა და მათ პროექტორის საშუალებით "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზება აჩვენა.
"იცით, ახლა სად შემეძლო ვყოფილიყავი? ეკრანს შეხედეთ, მაგრამ ვნება ფულზე წინ დავაყენე. მარსელში ვნებით ჩამოვედი", - უთხრა დე ძერბიმ ფეხბურთელებს.
დე ძერბი: იმედი მაქვს, პრემიერლიგაში დავბრუნდები
"ბარსელონას" ახალი მწვრთნელი, სავარაუდოდ, რობერტო დე ძერბი გახდება