გვარდიოლამ მანჩესტერის სასტუმროში 2 სართული იქირავა

AutoSharing Option
მანჩესტერის ორივე გუნდის ლეგიონერი ფეხბურთელები ძირითადად ქალაქგარეთ, ძვირფას სახლებში ცხოვრობენ, მწვრთნელები კი ქალაქის ცენტრში.

:მანჩესტერ იუნაიტედის“ მენეჯერს ჟოზე მოურინიოს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში აქვს აღებული რამოდენიმე ოთახი, "მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა პეპ გვარდიოლამ კი 16-სართულიანი შენობის 2 სართული იქირავა.

კატალონიელს პირადი მზარეულიც ყავს და უზარმაზარი საცურაო აუზი აქვს, სატრენაჟორო დარბაზიც და ა.შ.

ამ სასტუმროში ერთი ოთახის 24 საათით ქირაობა 76 ფუნტიდან 225 ფუნტამდე ღირს (გააჩნია როგორი ნომერია), თუ ნომერს უფრო ხანგრძლივი ვადით აიღებთ, მაშინ ფასდაკლება მოქმედებს. გვარდიოლას კი 2 სართული მინიმუმ ზაფხულამდე აქვს
იჯარით აღებული და უცნობია რამდენს იხდის.

ამავე სასტუმროში ცხოვრობენ მისი გუნდის ფეხბურთელები გაბრიელ ჟეზუში და დავიდ სილვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული