ჩემპიონთა ლიგაში "რომასთან" ფანტასტიური მატჩის შემდეგ, პრემიერლიგაში ლონდონელებმა წინა ტურის ერთ-ერთ გმირი, "უოტფორდი" მიიღეს და 4:2 დაამარცხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 70-ე წუთამდე "ჩელსი" 1:2 მარცხდებოდა, მაგრამ კონტეს დროულმა ცვლილებამ, მორატას ნაცვლად ბაჩუაის შემოყვანამ, შედეგი გამოიღო და ბელგიელმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა.
ბაილის, ქერიკის, ფელაინის, იბრაჰიმოვიჩისა და პოგბას გარეშე "მანჩესტერ იუნაიტედი" გასვლაზე წესით იოლად უნდა გამკლავებოდა "ჰადერსფილს". მაგრამ, მასპინძლებმა დაუმარცხებელი მანჩესტერი დაამარცხეს და ტურის სენსაციაც მოახდინეს. აღსანიშნავია ისიც, რომ "მანჩესტერი" პირველად თამაშობდა "ჰადერსფილის" წინააღმდეგ.
"ჩელსი" – "უოტფორდი" 4:2: (იხილეთ ვიდეო) 1:0 პედრო (12), 1:1 დაკური (45+2), 1:2 პერეირა (49), 2:2, 4:2 ბაჩუაი (71; 95), 3:2 3:2 აზპილიკუეტა (87)
"ჰადერსფილდი" – "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:1: (იხილეთ ვიდეო) 1:0 მუი (28), 2:0 დეპოიტრე (33), 2:1 რეშფორდი (78)
"მანჩესტერ სიტი" – "ბარნლი" 3:0: (იხილეთ ვიდეო) 1:0 აგუერო (30 პენ.), 2:0 ოტამენდი (73), 3:0 სანე (75)
"ნიუკასლი" – "კრისტალ პალასი" 1:0: მერინიო (86)
"სტოკი" – "ბორნმუთი" 1:2: 0:1 სურმენი (16), 0:2 სტანისლასი (18 პენ.), 1:2 დიუფი (63)
"სუონსი" – "ლესტერი" 1:2: ფ.ფერნანდესი (25 ს.კ.), 0:2 ოკაზაკი (49), 1:2 მოუსონი (56)
"საუთჰემპტონი" – "ვესტ ბრომვიჩი" 1:0: ბუფალი (85)