"ევერტონის" დროებით მწვრთნელად ანსუორთი დაინიშნა

AutoSharing Option
გადაყენებული რონალდ კუმანის ნაცვლად ლივერპულის "ევერტონის" დროებით მენეჯერად დუბლების 44 წლის მწვრთნელი დევიდ ანსუორთი დაინიშნა.

"ტაიმსის" ჟურნალისტი პოლ ჯოისი იუწყება, რომ მას თავის გამოსაჩენად 4 მატჩი მისცეს და თუ მოვალეობას თავი გაართვა, სეზონის ბოლომდე დატოვებენ. დევიდი პრემიერლიგის სხვადასხვა გუნდში ასპარეზობდა, თამაშს თავი კი 2009 წელს "ჰადერსფილდში" დაანება, რომელიც მაშინ მე-3 ლიგაში ასპარეზობდა.

კუმანმა კი განაცხადა, რომ განაწყენებულია მოხსნის გამო, მაგრამ გუნდს წარმატებებს უსურვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული