კრონკე იოზილისა და სანჩესის შენარჩუნებას ეცდება

AutoSharing Option
70 წლის ამერიკელი მილიარდერი სტენ კრონკე საკალათბურთო კლუბ "დენვერ ნაგეთსის", საფეხბურთო კლუბ "კოლორადო რეპიდზის", ჰოკეის კლუბის "კოლორადო ეველანშის" მფლობელია, მას ეკუთვნის საფეხბურთო კლუბის ლონდონის "არსენალის" აქციების 40% და დანარჩენის შესყიდვასაც აპირებს. მისი მეუღლე ენ უოლტონი იმპერიის Wal-Mart-ის მემკვიდრეა.

სტენი "მეთოფეთა" გუნდის შესახებ ბრიტანულ "ტელეგრაფს" ესაუბრა:"გვინდა, ტოპ-ფეხბურთელები შევიძინოთ და შევინარჩუნოთ. ასეთები არიან მესუთ იოზილი და ალექსის სანჩესი. ვნახე, კვირას როგორ ითამაშეს და დაამარცხეს "ევერტონი" (5:2). გვინდა, გუნდში დარჩნენ.

თუმცა, სურვილი ორმხრივი უნდა იყოს. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ".

გეცოდინებათ, ზაფხულში იოზილი და
სანჩესი თავისუფალი აგენტები გახდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული