კლოპი: პრემიერლიგაზე წარმატებით ვიასპარეზებთ

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგის მე-10 ტურში სახლში "ჰადერსფილდს" ადვილად სძლია (3:0), "ლივერპულის" მენეჯერს იურგენ კლოპს კვლავ აკრიტიკებენ და გერმანელმა ისევ მოახდინა რეაგირება. აი, რა განუცხადა იურგენმა Sky Sports-ს:

"იცით, რაშია საქმე, როდესაც რაღაც არ გამოგვდის, დღევანდელ სიტუაციას ყოველთვის ადარებენ წარმატებულ პერიოდს. სეზონის დაწყების წინ ამბობდნენ, რომ დაცვის გაძლიერება გვმართებდა. ეს ასეა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 10 ტური ჩატარდა. ამის გამოსწორება მხოლოდ ვარჯიშებზე შეგვიძლია.

კრიტიკა უარყოფითად მოქმედებს ფეხბურთელებზე. ყველას აქვს პრობლემები და 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატზე წარმატებულად ვიასპარეზებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული