Marca-ს ინფორმაციით, ლონდონური კლუბის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა იტალიელ სპეციალისტთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსი მილიარდერი უკმაყოფილოა ინგლისის ჩემპიონატში გუნდის გამოსვლით, სადაც "ლურჯები" 10 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე არიან და ასევე, კონტეს კონფლიქტებით ფეხბურთელებთან.
ადრე აბრამოვიჩს კონტეს დიეგო კოშტას გაშვების გადაწყვეტილება არ მოეწონა. გარდა ამისა, მწვრთნელს კლუბის ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო უთანხმოებები ჰქონდა.