ჟოზე მოურინიო კონტეზე: მოედნის ცენტრამდე ხომ არ გავეკიდებოდი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ ჩამოართვა ხელი ანტონიო კონტეს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მე-11 ტურში ლონდონის "ჩელსიმ" შინ "მანჩესტერ იუნაიტედს" მინიმალური ანგარიშით სძლია.

- პრემიერლიგა. XI ტური: ნოემბრისთვის საკმაოდ ბევრია... [VIDEO]

"გინდოდათ, რომ მას მოედნის ცენტრამდე გავკიდებოდი? მე სპეციალურ ზონაში ვიყავი და ვინც იქ იყო, ხელი ყველას ჩამოვართვი. მის ასისტენტს, ანუ მის ძმას ჩამოვართვი ხელი. ვფიქრობ, ეს საკმარისი იყო. არ შემეძლო, გავკიდებოდი კონტეს.

რატომ უნდა დაველოდო მას გვირაბში? და არც ის უნდა დამელოდოს. აქ პრობლემა არ
არსებობს. ჟურნალისტები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას და აკეთებენ აქცენტს ისეთ რამეებზე, რაც მნიშვნელოვანი არ არის", - თქვა მოურინიომ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული