ჟოზე მოურინიომ ქალიშვილს დაბადების დღე მიულოცა

AutoSharing Option
შაბათს "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერის ჟოზე მოურინიოს ქალიშვილი მატილდა 21 წლის გახდა და მამამ დაბადების დღე ინსტაგრამით მიულოცა, თან ძველი ფოტოც გამოაქვეყნა. საერთოდ, მოუ სანიმუშო მეოჯახეა, ამბობს, რომ სახლში გენერალი მისი მეუღლეა, რომელსაც ასევე მატილდა ქვია, მის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილება და პროტესტის გარეშე ასრულებს. მოურინიოს 17 წლის ვაჟიშვილი ჟოზე - უმცროსი ლონდონის "ფულჰემის" დუბლებში თამაშობს.

კვირას "ჩელსისთან" დამარცხების შემდეგ, პორტუგალიელი ვერ გახლდათ მთლად კარგ ხასიათზე, მაგრამ გულშემატკივრები დაამშვიდა, ეგ არაფერი, ნაახალწლევს ტრავმირებული პოგბა, იბრაჰიმოვიჩი, როხო და ფელაინი დაგვიბრუნდებიან და ჩვეულად
ვიასპარეზებთო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული