![](https://sportall.ge/pictures/image31/d2ba9599b4b20bc6a6029fc17358a46a.jpg)
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" "ნიუკასლი" გაანადგურა (4:1). გოლითა და საგოლე გადაცემით დაბრუნდა ტრავმამორჩენილი ნახევარმცველი პოლ პოგბა. ტრავმის გამო შვიდი თვის უთამაშებელი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დაიტრაბახა, ვადაზე ადრე ჩავდექი მწყობრში, ლომები ადამიანებზე ადრე იღდგენენ ძალებსო. მათმა მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ კი ბრძანა, რომ თავს არ ზოგავენ, საქმე კარგად მისდით და შეუძლიათ მშვიდად იძინონ.
"არსენალმა" შინ 2:0 მოუგო "ტოტენჰემს", "ლივერპულმა" "ენფილდზე" "საუთჰემპტონს" (3:0), ხოლო "ჩელსიმ" გასვლაზე "ვესტ ბრომვიჩს" 4:0.