ერიკ კანტონა: ვერ გამიგია, რატომ აიყვანა "იუნაიტედმა" დაცვითი სტილის მწვრთნელი

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილ ნახევარმცველს ერიკ კანტონას არ მოსწონს გუნდის დაცვითი სათამაშო სტრატეგია და ურჩევნია "მანიუს" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იყოს.

"ვერ გამიგია, რატომ აიყვანა "იუნაიტედმა" დაცვითი სტილის მწვრთნელი. მომწონს მოურინიო, მაგრამ ჩემთვის უფრო მისაღები "ბარსელონას" თამაშია. ჩემთვის უფრო სასიამოვნო საყურებელი გვარდიოლას გუნდების ასპარეზობა იქნებოდა, მაგრამ არ ვუცქერ, რადგან ეს "მანჩესტერ სიტია". ისე, ყურადღებით მივადევნებდი თვალს პეპის გაწვრთნილ გუნდს.

მოუს ქარიზმა აქვს, ძალიან ჭკვიანია. ხომ გითხარით, მომწონს-მეთქი. ასევე მომწონს გვარდიოლაც, მაგრამ მე უფრო შემტევი ფეხბურთი მხიბლავს. სწორედ ასე ვცდილობდი მთელი კარიერის განმავლობაში თამაშს,-განუცხადა
ერიკმა BBC-ს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული