ინგლისის "პორტ ვეილის" მცველმა უმძიმესი ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ინგლისის მე-2 ლიგის (რანგით მე-4 დივიზიონია) "პორტ ვეილის" 34 წლის მცველს ადამ იეტსს მუხლქვეშა ტრავმის გამო 18 თვე გაუცდა, იმედი ქონდა მალე ჩადგებოდა მწყობრში, მაგრამ "მორეკამბთან" დუბლების თამაშისას თავისი გუნდის მეკარეს სემ ჰორნბის შეეჯახა და უმძიმესი ტრავმა მიიღო: გატეხილი აქვს თავის ქალის ზედა ნაწილი, კისრის ძვალი, ცხვირი, თვალის ბუდე და დაზიანებული აქვს მაჯა.

მწვრთნელმა ნილ ოსპინმა თქვა, რომ 52 წლის კაცს ფეხბურთში მსგავსი არაფერი უნახავს, ეს საშინელებაა, ადამს უმკურნალებენ, თავზე გადაყვებიან, ოღონდ კარგად იყოს და თამაშს ვინ ჩივის. ექიმებს ყველაზე
მეტად ეშინიათ იეტსს მხედველობის პრობლემა არ შეექმნას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული