"განსაკუთრებულის" თქმით, დავიდ სილვას ტრავმის ამბავი ტყუილია და იგი კვირას გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნება.
"კვირას გასამართი დერბისთვის ჩვენ ერიკ ბაილი, ფილ ჯონსი, მარუან ფელაინი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მაიკლ კერიკი არ გვეყოლებიან. მე სიმართლეს ვლაპარაკობ.
არ ვიგონებ ისტორიებს, რასაც გვარდიოლა დავიდ სილვაზე ამბობს, ან არსენ ვენგერი ლაკაზეტის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ დანაკლისი ექნებათ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მთავრდება", - განაცხადა მოურინიომ.
მანჩესტერული დერბი კვირას, "ოლდ ტრაფორდზე", თბილისის დროით 20:30
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით