მანჩესტერული დერბი შეიძლება გადაიტანონ

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედი"-"მანჩესტერ სიტი" შეიძლება გადაიტანონ.

მანჩესტერში ამჟამად ძლიერად თოვს, ტემპერატურა დაახლოებით 0 გრადუსია, "ოლდ ტრაფორდის" სტადიონის მოედანზე გათბობაა ჩართული, მაგრამ ტრიბუნებზე შეიძლება ყინული წარმოიქმნას და არაა გამორიცხული, "მანიუს" ხელმძღვანელობამ თამაშის გადატანის გადაწყვეტილება მიიღოს.

შეგახსენებთ, ეს მატჩი კვირას, 10 დეკემბერს საღამოს უნდა გაიმართოს.

ძლიერი თოვაა მოსალოდნელი ლივერპულშიც, სადაც იმავე დღეს დერბი უნდა ჩატარდეს და შესაძლოა ეს შეხვედრაც გადაიტანონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული