ჟოზე მოურინიო: ნიავი როგორც კი დაუბერავს, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები მოედანზე ეცემიან

AutoSharing Option
მანჩესტერული დერბის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"შთაბეჭდილებას ახდენს თუ არა ჩემზე "ქალაქელების თამაში? კარგი გუნდი ყავთ და მათ თამაშში ბევრი რამ მომწონს. თავს კარგად იცავენ და ბურთის დაკარგვაზე ურიგოდ არ რეაგირებენ.

დინამიკურად უტევენ, შემოქმედებითად. შესანიშნავი ფეხბურთელები და ფანტასტიკური მწვრთნელი ყავთ. ბევრი კარგი რამ აქვთ. თუ მკითხავთ რა არ მომწონს მათი, გიპასუხებთ, რომ ძალიან ადვილად კარგავენ წონასწორობას. ნიავი როგორც კი დაუბერავს, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები მოედანზე ეცემიან",-განუცხადა მოუმ "ტელეგრაფს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული