პეპ გვარდიოლა: ინგლისში შეიძლება "ბარსელონასავით" ითამაშო

AutoSharing Option
მანჩესტერულ დერბიში ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეთა სატრანსფერო ღირებულება 740 მილიონი ევრო იყო და პოლ პოგბა, ერიკ ბაი, ბენჟამინ მენდი და ჯონ სტოუნზი რომ ყოფილიყვნენ ძირითადში, ეს თანხა 904 მილიონს გაუტოლდებოდა და რა თქმა უნდა, მე-16 ტურში ჩატარებული ამ მატჩისადმი ინტერესი უდიდესი გახლდათ.

ცოტა ხნის წინ ითქვა, თუ ასე გაგრძელდა, საშობაოდ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონი გახდებაო და საქმე მართლაც იქითკენ მიდის. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქალაქელთა" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ ფრიად საინტერესოდ ისაუბრა:

"ჩვენ შეგვიძლია ინგლისში ასეთი ფეხბურთის თამაში. არადა, მეუბნებოდნენ, რომ აქ
"ბარსელონას" დარად ვერ ვიბურთავებდით. თუმცა, ეს შესაძლებელია და გავაკეთეთ კიდეც. ამაში გასულ წელს ვიყავი დარწმუნებული. ყველას შეუძლია ისე იასპარეზოს, როგორც მოსწონს, ამიტომაა ფეხბურთი ლამაზი.

ფეხბურთი დიდებულია. ფეხბურთი არაპროგნოზირებადია. დეკემბერში არ შეიძლება ჩემპიონი გახდე, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად მიდის.

რა თქვა მოურინიომ? შარშანაც მოვიგეთ "ოლდ ტრაფორდზე" და მაშინაც დამნაშავე მსაჯი იყო. ბურთის ფლობა 75/25-ზე იყო, გამოდის, თამაში გვინდოდა. გვინდოდა და გავიმარჯვეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული